ფეხბურთი

20:41 | 27.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერმა” შოუს ტრანსფერი დაადასტურა

“მანჩესტერ იუნაიტედმა” 18 წლის მარცხენა მცველის, ლუკ შოუს ტრანსფერი დაადასტურა.

“წითელი ეშმაკების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “საუთჰემპტონის” აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 4+1 სისტემით გააფორმა.

არაოფიციალური ინფორმაციით, “მანჩესტერს” შოუს ტრანსფერი 30 მილიონი ფუნტი დაუჯდა.

ლუკ შოუ “საუთჰემპტონის” სკოლის აღზრდილია. “წმინდანების” მაისურით, პრემიერლიგაში, მან უკვე 60 თამაში ჩაატარა. შოუს, 3-ჯერ, ინგლისის ნაკრებშიც უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11431