ფეხბურთი

11:21 | 27.01.2014 | ნანახია 0 - ჯერ

“მანჩესტერმა” პსჟ-ს იანუზაი არ მიჰყიდა

 

ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალგაზრდა ბელგიელი ნახევარმცველი ადნან იანუზაი “წითელ ეშმაკებში” დარჩება.

The Guardian-ის ცნობით, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 18 წლის ფეხბურთელის შეძენა ფრანგულ გრანდ პსჟ-ს სურდა, მაგრამ ინგლისელებმა პარიზელებს უარი შეუთვალეს.

“მანჩესტერის” მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი დარწმუნებულია, რომ იანუზაის უზარმაზარი პოტენციალი აქვს, ის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდება და შესაბამისად, კლუბი მისი გასხვისებით დაინტერესებული არაა.

იანუზაიმ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში 3 გოლი გაიტანა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:53 | 12.12.2013
gujakakhadze (169)

ახალგაზრდებს აწინაურებენ?

21:17 | 12.12.2013
samtrediel (8001)

აბა შენ იცი ყმაწვილო.

0.065925