ფეხბურთი

12:12 | 4.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რეალმა” კოენტრაუ არ გაუშვა

 

მადრიდის “რეალმა” მცველი ფაბიუ კოენტრაუ ინგლისის პრემიერლიგაში არ გაუშვა. BBC-ის ცნობით, პორტუგალიელის ყიდვა “მანჩესტერ იუნაიტედს” სურდა.

საგულისხმოა, რომ “წითელი ეშმაკები” მცველთან კონტრაქტზე შეთანხმებულნი იყვნენ, მაგრამ ტრანსფერი “რეალმა” ჩაშალა.

საქმე ისაა, რომ მადრიდელებს “გრანადას” მცველის – გილერმე სიკეირუს შეძენა სურდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. შესაბამისად, კოენტრაუს დატოვება გადაწყვიტეს. “მანჩესტერი” პორტუგალიელის საკითხს ზამთარში მიუბრუნდება.

0.12546