“მანჩესტერ იუნაიტედი” ზაფხულის სატრანსფერო სეზონის დახურვამდე სავარაუდოდ რამდენიმე ფეხბურთელს გაუშვებს. Daily Mail-ის ცნობით, მანჩესტერელები მზად არიან, ანდერსონის, მარუან ფელაინის, უილფრიდ ზაას, ბებეს, დენი უელბეკისა და ხავიერ ერნანდესის მსურველ კლუბებთან სასწრაფოდ წამოიწყონ მოლაპარაკება, რადგან ისინი კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელის ლუის ვან გაალის გეგმებში ვერ ჯდებიან.