ფეხბურთი

12:56 | 24.04.2014 | ნანახია 1401 - ჯერ

“მანჩესტერმა” ევრას ახალი 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა

“მანჩესტერ იუნაიტედი” ხელმძღვანელობამ გუნდის ფრანგ მცველ პატრის ევრას ახალი, სამწლიანი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა.

Sky Italia-ს ცნობით, 32 წლის ფეხბურთელის მოქმედ კონტრაქტს ვადა ზაფხულში ეწურება და შეთანხმების გახანგრძლივების სურვილი თავადაც გამოთქვა.

ევრა “მანჩესტერში” 2006 წლიდან თამაშობს. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 30 მატჩში მან ერთი გოლი გაიტანა.

0.064168
1401