ფეხბურთი

19:44 | 18.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერმა” ბენ ამოსი გაანათხოვრა

 

“მანჩესტერ იუნაიტედის’’ 23 წლის  მეკარე ბენ ამოსი არენდის წესით პირველი დივიზიონის “კარლაისლ იუნაიტედში’’ გადავიდა. კარლაისლის ოფიციალური საიტის მიხედვით, განათხოვრების ხანგრძლივობა ერთ თვეს მოიცავს. ამ თემაზე მცირე კომენტარი გააკეთა კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ყოფილმა ფეხბურთელმა გრემ კავენაგიმ.

,,ვფიქრობ ბენ ამოსი დიდ სარგებელს მოგვიტანს, გამოცდილი და მრავალმხრივი მეკარეა. მონაწილეობა მიუღია, როგორც პრემიერლიგის, ასევე ჩემპიონთა ლიგის მატჩებში.’’

,,მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერმა ასოციაციის თასზე თამაშის ნება არ დართო, მინდა მათ მადლობა გადავუხადო, ისინი დათანხმდნენ ჩვენს წინადადებას და საშუალება მოგვეცა ტრავმირებული მეკარის მარკ ჯილეპსის დანაკლისით გამოწვეული პრობლემა აღმოგვეფხვრა.’’_ განაცხადა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, ბენ ამოსი მანჩესტერის საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, 11 წლის ასაკიდან ირიცხება მათ შემადგენლობაში, პირველი პროფესიონალური კონტრაქი კი 2008 წელს გააფორმა, თუმცა პირველ გუნდში თავის დამკვიდრებას ვერ ახერხებს.

ინგლისელი მეკარე განათხოვრების წესით სხვადასხვა დროს თამაშობდა “პიტერბრო იუნაიტედში,’’ ,,მიოლდესა’’ და ”ოლდჰემ ატლეტიკში.’’ ხოლო გასული სეზონი “ჰალ სიტიში’’ გაატარა. 19 შეხვედრა ჩაატარა და კლუბს პრემიერლიგაში გადასვლაში დაეხმარა.

დიმიტრი შარიქაძე

0.120223