“მანჩესტერ იუნაიტედმა” კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უეინ რუნის გაყიდვას არ გეგმავს. The Telegraph-ის ცნობით, ლონდონის “ჩელსის” 27 წლის ინგლისელის შეძენის მორიგი მცდელობა ჰქონდა, მაგრამ “წითელი ეშმაკებისგან” უარი მიიღეს.
ამჯერად, “ჩელსიმ” “მანჩესტერს” 25 მილიონი გირვანქა სტერლინგ შესთავაზა, მაგრამ ტრანსფერი თავად “წითელი ეშმაკების” თავკაცმა დევიდ მოიესმა დაბლოკა. შოტლანდიელი ინგლისელს მომავალ სეზონში სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად განიხილავს და მისი დათმობა არ სურს.
ახლო წარსულში, “მანჩესტერმა” “ჩელსის” რუნი 20 მილიონ გირვანქა სტერლინგად არ მიჰყიდა.