“მანჩესტერ იუნაიტედის” ტრავმირებული ფეხბურთელები – რობინ ვან პერსი და მარუან ფელაინი მოედანს უახლოეს პერიოდში დაუბრუნდებიან. ამის შესახებ Goal-ი იუწყება.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, სამშაბათიდან, ჰოლანდიელი და ბელგიელი გუნდთან ერთად, სრული დატვირთვით ვარჯიშობენ. ექიმები ორივე ფეხბურთელს ყურადღებით აკვირდებიან და საბედნიეროდ, გართულება არცერთ მათგანს აქვს.
დიდი ალბათობით, ვან პერსი და ფელაინი მოედანზე ინგლისის პრემიერლიგის უახლოეს ტურში გავლენ.