“ბარსელონას” ნახევარმცველ სესკ ფაბრეგასისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” შესაძლო თანამშრომლობა ევროპულ სპორტულ გამოცემებში ჯერაც აქტუალური სასაუბრო თემაა. მართალია ახლახან კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ფაბრეგასის გაყიდვას არ აპირებენ, მაგრამ ამ თემაზე მსჯელობა მაინც არ წყდება.
Mirror Online-ს ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა, 26 წლის ნახევარმცველს “ბარსელონაში” დანიშნული ხელფასი ორჯერ გაუზარდოს, თუკი ეს უკანასკნელი კარიერის ბრიტანეთში გაგრძელებას გადაწყვეტს.