ფეხბურთი

13:38 | 3.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” “სპორტინგის” შემტევ მანეთი დაინტერესდა

 

ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედმა” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდისთვის ლისაბონის “სპორტინგის” კიდევ ერთი შემტევი ნახევარმცველი მოინიშნა.

Daily Mail-ის ცნობით, 21 წლის გარემარბ ვილიამ კარვალიუს შემდეგ, “წითელი ეშმაკების” თვალსაწიერში ამჯერად 19 წლის კარლუშ მანე მოხვდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ლომები” მზად არიან პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელს ისეთივე თანხის სანაცვლოდ შეელიონ, როგორიც კარვალიუს სანაცვლოდ მოითხოვეს - 20 მილიონი გირვანქა სტერლინგი. აღსანიშნავია, რომ მანეს პორტუგალიაში კრიშტიანუ რონალდუს ადარებენ, ხოლო “მანჩესტერ იუნაიტედი” გუნდის გაძლიერების მიზნით ზაფხულში 200 მილიონი გირვანქა სტერლინგის დახარჯვას აპირებს.

პორტუგალიის მიმდინარე ჩემპიონატში ჩატარებულ 10 მატჩში მანემ 2 გოლი გაიტანა.

 

 

0.119739