ფეხბურთი

13:10 | 29.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” სპონსორს ეძებს

“მანჩესტერ იუნაიტედი” ახალი სპონსორის ძიებაშია და რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებას. ბრიტანული პრესის ცნობით, “წითელი ეშმაკების” სპონსორომის სურვილი “ნაიკმა”, “ადიდასმა” და “პუმამ” უკვე გამოთქვეს.

შეთანხმება, რომელიც ძალაში 2015-2016 წლების სეზონიდან შევა, “მანჩესტერს” 70 მილიონ გირვანქა სტერლინგს მოუტანს, რაც ამ კლუბისთვის რეკორდული ციფრი იქნება. სადღეისოდ, “ოლდ ტრაფორდის” ბინადართა სპონსორი “ნაიკია”, რომლისგანაც კლუბი ყოველწლიურად 23.5 მილიონ გირვანქა სტერლინგს იღებს.

როგორც ირკვევა, “მანჩესტერის” სპონსორობისთვის ბრძოლაში ფავორიტი კვლავაც “ნაიკია”. თუკი ყველაფერი გეგმაზომიერად წარიმართება, მხარეები ახალ კონტრაქტს ზაფხულში გააფორმებენ.

 

0.119708