ფეხბურთი

12:36 | 9.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” შოუს შეძენას ზაფხულში ეცდება

მანჩესტერელები დაცვის მარცხენა ფლანგის გაძლიერებაზე ზრუნვას განაგრძობენ და მათი ყურადღება “საუთჰემპტონის” ახალგაზრდა მცველმა ლუკ შოუმ მიიპყრო.

მას შემდეგ, რაც ლეიტონ ბეინსმა “ევერტონთან” კონტრაქტი ოთხი წლით გაახანგრძლივა, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა 18 წლის შოუზე საბოლოოდ გადაერთო.

Goal-ის ცნობით, “წითელი ეშმაკები” მზად არიან, ლუკის სანაცვლოდ “საუთჰემპტონს” 20 მილიონი გირვანქა გადაუხადონ. შოუ პატრის ევრასა და ალექსანდერ ბიუტნერის შესაძლო შემცვლელად მოიაზრება, რომელთაც ზაფხულში, შესაძლოა, გუნდი დატოვონ.

მაგრამ შოუს ხელში ჩაგდებაში “მანჩესტერს” ლონდონური კლუბების - “ჩელსისა” და “ტოტენჰემის” სახით სერიოზული კონკურენტები ეყოლება. ახალგაზრდა ფეხბურთელმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

0.112313