“მანჩესტერ იუნაიტედი” ზაფხულში “საუთჰემპტონის” ორი ფეხბურთელის შეძენას შეეცდება. Metro-ს ცნობით, მანჩესტერელები ნახევარმცველ ადამ ლალანასა და მცველ ლუკ შოუს შეძენას შეეცდებიან და სავარაუდოდ 30 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაიხდიან.
ლალანასა და შოუს შესაძლო ტრანსფერების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ზამთრის სატრანსფერო სეზონამდეც გავრცელდა, მაგრამ მაშინ “საუთჰემპტონის” ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ფეხბურთელების გაყიდვა კლუბის გეგმაში არ შედიოდა.