ფეხბურთი

11:23 | 20.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” რუნის კავანიში ცვლის?

 “მანჩესტერ იუნაიტედი” კვლავ დაინტერესებულია პსჟ-ის ურუგვაელი შემტევის, ედისონ კავანის შეძენით – წერს Daily Mail-ი. ეს გარიგება იმ შემთხვევაში შეიძლება შედგეს, თუ უეინ რუნი ახალ მთავარ მწვრთელს, ლუის ვან გაალს ვერ დაუმტკიცებს, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშის ღირსია.

Aახლა “ემიუ” წინასასეზონო შეკრებაზე იმყოფება აშშ-ში. ჰოლანდიელი სპეციალისტი თავის 3-4-3 სქემაში თანამემამულე რობინ ვან პერსის მოიაზრებს. უახლოესი ორი ამხანაგური მატჩის განმავლობაში ვან გაალი უნდა დარწმუნდეს, რომ რუნი უნივერსალური ფეხბურთელია და სხვა პოზიციებზეც კარგად შეუძლია თამაში, მაგალითად უკანდახეული ფორვარდისა და ბურთის გამნაწილებლის ამპლუაში.

“მანჩესტერისთვის” პრობლემა შეიძლება ის იყოს, რომ წლეულს იანვარში რუნიმ კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ის კვირაში გასამრჯელოდ 300 ათას გირვანქას იღებს. ასეთ თანხას კი ბევრი კლუბი ვერ გადაიხდის. როგორც ჩანს, პსჟ მზადაა ეს საკითხი განიხილოს და რუნი კავანიში გაცვალოს.

0.112262