ფეხბურთი

18:55 | 5.06.2013 | ნანახია 2218 - ჯერ

“მანჩესტერი” რონალდუს არ ეშვება

“მანჩესტერ იუნაიტედი” მადრიდის “რეალიდან” კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნებას კვლავ ჯიუტად ცდილობს. The Sun-ის ცნობით, “წითელი ეშმაკები” საგრძნობლად გააქტიურდნენ და არაა გამორიცხული, პორტუგალიელი დაიყოლიონ კიდეც.

ესპანურ პრესაში გავრცელებულ ხმებს თუ დავუჯერებთ, რონალდუ მადრიდში სახლის გაყიდვას გეგმავს, რადგან “სამეფო კლუბში” თამაში აღარ ხიბლავს. ფაქტია, რომ პორტუგალიელი არც “რეალთან” ახალი კონტრაქტის გაფორმებას ჩქარობს. რამდენადაც ცნობილია, მანჩესტერელები 65 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადასახდელად არიან მზად.

თავის მხრივ, “რეალს” ლონდონის “ტოტენჰემის” ვარსკვლავის – გარეტ ბეილის გადაბირება სურს და ფინანსები სჭირდება, რამაც, შესაძლოა, მადრიდელებს რონალდუზე უარი ათქმევინოს.


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:04 | 06.06.2013
alejandro (44439)

ჯერ კიდევ გუშინ აქტიურად იწერებოდა, რომ კრიშტიანუ რონალდუ უარს აცხადებს მადრიდის "რეალთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე..

მეტიც, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელით მდიდარი ფრანგული კლუბია დაინტერესებული, რომელიც ვარსკვლავს წელიწადში 17 მილიონ ევროს, ოთხწლიან კონტრაქტსა და შეთანხმების შემთხვევაში ბონუსად 50 მილიონ ევროს სთავაზობდა.

ახლა კი ესპანური Cadena Cope ამტკიცებს, რომ რონალდუ თანახმაა "რეალთან" ხელშეკრულება 2018 წლამდე გაახანგრძლივოს და ფრანგულ ფულის ტომარაზე უარს ამბობს.

რონალდო უნდა დარჩეს,ამას წყალი არ გაუვა!

23:09 | 05.06.2013
alcantara. (2593)

მე რაც დავაკოპირე ამას წინათ სტატია მემგონი მართლდება

21:58 | 05.06.2013
ronald0 (13826)

მაგარი ტრუხა ბაზარია ეს თუ გაუშვეს მერე ნახე ვინ უნდა მოუგოს ბარსას კალეხონმა??

21:06 | 05.06.2013
gio-mgelo (422)

საგიჯეთი იმენა "მარკა" და "სანი" სულ ასეთ ტყუილ სენსაციებს წერენ ხოლმე და მე ამათი ოდნავაც არ მჯერა

20:01 | 05.06.2013
gogssi (3755)

ეს თუ რეალიდან გადავიდა ვიფიქრებ რომ მაგარი ყ..ა და შეეშინდა მესისი და ნეიარის. არადა ტიპს შანსი აქვს ზიდანზე მაგარი სახელი დატოვოს რეალში.

19:38 | 05.06.2013
emigranti77 (33455)

მგონი რეალიმ მმიმართ აგორებული ჭორები მართლდებაDDDDDDDDDDD

19:34 | 05.06.2013
RMA FANS (3925)

ამდენო ჭორები ტეხავს უკვე

19:09 | 05.06.2013
babubabu (17085)

დედა დედა...როდის მოაწერს განანგრძლივებაზე ხელს რო დავისვენოთ???

19:02 | 05.06.2013
კაპიტანი ტახმაგიდო (11501)

stripslashes((strlen('http://www.myvideo.ge/?video_id=2058014')>0?'http://www.myvideo.ge/?video_id=2058014':'http://www.myvideo.ge/?video_id=2058014'))

როგორ თამაშობს ბარსა...

01:21 | 06.06.2013
Deulofeu (13279)

19:00 | 05.06.2013
italiafun-juventino (12319)

რაღას ყიდიდით თქვე ქინძებო ))

0.120164