ფეხბურთი

17:08 | 26.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” როისსა და კროოს აკვირდება

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი, პარასკევს მიუნხენის “ბაიერნის” მატჩს დაესწრო და ტონი კროოსის თამაში ცოცხლად იხილა.

Telegraph-ის ცნობით, “წითელი ეშმაკების” თავკაცი, გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების, კროოსისა და მარკ როისის შეძენითაა დაინტერესებული. მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერელებმა მატას სარეკორდო ტრანსფერი გაჩარხეს, მოიესი შეჩერებას არ აპირებს და გუნდის გაძლიერებაზე ზრუნვას განაგრძობს.

წყაროს ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობამ ამ მიზნით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და უეინ რუნის, ახალი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის თანახმადაც, ინგლისის ეროვნული გუნდის ფორვარდის ანაზღაურება, კვირაში 300 ათასი ევრო გახდება. ამასთან, ბრიტანული პრესის ინფორმაციით, შანსი იმისა, რომ კროოსი, ან როისი “მანჩესტერში” ამ ზამთარს გადავლენ, მცირეა და მოლაპარაკების უმთავრესი რაუნდიც ზაფხულში გაიმართება.

0.118666