“მანჩესტერ იუნაიტედი” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “ვალენსიას” ცენტრალური მცველის, ნიკოლას ოტამენდის შეძენას შეეცდება – იუწყება Mirror-ი.
“იუნაიტედს” დაცვის ხაზში სერიოზული პრობლემები აქვს და ლუის ვან გაალს სწორედ ოტამენდით სურს გაძლიერება, რომელიც ამ სეზონში ძალიან დამაჯერებლად გამოიყურება. თუმცა, “ღამურები” დაცვის ლიდერის გაშვებას არ გეგმავენ.
შეგახენებთ, რომ არგენტინელი მცველი, “ვალენსიამ” გასულ ზამთარს დაიმატა “პორტოდან” 12 მილიონ ევროდ, თუმცა ნახევარი სეზონი “ატლეტიკო მინეიროში” გახლდათ განათხოვრებული.
ირაკლი ალიმბარაშვილი