ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მადრიდის "ატლეტიკოს" ბრაზილიელმა მცველმა მირანდამ შესაძლოა კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელოს.
ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ინგლისელები ესპანელებს ფეხბურთელის ტრანსფერზე მოელაპარაკებიან. როგორც ირკვევა, "წითელი ეშმაკები" მადრიდულ კლუბს მირანდას სანაცვლოდ ნახევარმცველ ხუან მატას შესთავაზებენ.
მანჩესტერელთა თავკაც ლუის ვან გალს დაცვის ხაზის გაძლიერება ბრაზილიელით სურს და მზადაა, ესპანელი ფეხბურთელი სამშობლოში დააბრუნოს.
გიორგი ბალახაძე