ფეხბურთი

12:01 | 12.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” ლუკ შოუში 27 მილიონს იხდის

ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედი” “საუთჰემპტონის” მარცხენა მცველ ლუკ შოუს შეძენის მცდელობებს აგრძელებს.

The Telegraph-ის ცნობით, ახლახანს “წითელმა ეშმაკებმა” 18 წლის ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ “საუთჰემპტონს” 27 მილიონი გირვანქა შესთავაზეს.

შოუს შეძენა “მანჩესტერ სიტისა” და “ჩელსისაც” სურდათ, მაგრამ ისინი ახალგაზრდა მცველის სანაცვლოდ 25 მილიონზე მეტის გადახდას არ გეგმავდნენ, რათა ფინანსური ფეარ პლეის პრინციპი არ დაერღვიათ, ახლა კი, “იუნაიტედმა”, რომელიც ლუკის სანაცვლოდ ასევე 25 მილიონს იხდიდა, თამასა 2 მილიონით გაზარდა.

ავღნიშნოთ, ყველაზე ძვირადღირებული ფლანგზე მოთამაშე მცველი ფეხბურთის ისტორიაში დანიელ ალვეშია, რომელიც “სევილიიდან” “ბარსელონაში” 2008 წელს 29 მილიონ გორვანქა სტერლინგად გადავიდა.

“საუთჰემპტონის” პირველ გუნდში შოუ შარშან დაწინაურდა და პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089847