“მანჩესტერ იუნაიტედი” ფლორენციის “ფიორენტიანსგან” კოლუმბიელი ხუან კვადრადოს შეძენას ცდილობს. აპენინური მედიის ცნობით, სამხრეთამერიკელისთვის ბრძოლაში, ფავორიტები სწორედ “წითელი ეშმაკები” არიან.
მანჩესტერელთა მთავარი კონკურენტი კატალონიის “ბარსელონაა”, რომელსაც “ფიორენტინამ” კვადრადო 34 მილიონ ევროდ დაუფასა. ინგლისელები კატალონიელთა წინადადებაზე უკეთეს პირობებს ამზადებენ და დიდი ალბათობით, ფლორენციელთა გულსაც მოიგებენ.
ჯერჯერობით, იტალიელები თავიანთ პოზიციას არ აფიქსირებენ.