“მანჩესტერ იუნაიტედი” მარუან ფელაინის თაობაზე სატრანსფერო წინადადებებს განიხილავს. ბრიტანული მედიის ცნობით, “წითელი ეშმაკები” ბელგიელში 15 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვენ.
მანჩესტერელთა თავკაცი ლუის ვან გაალი გუნდში მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს. მომდევნო სეზონისთვის, ჰოლანდიელს გუნდში ფეხბურთელთა რაოდენობის 22-მდე დაყვანა სურს. წამსვლელთა სიაში, ერთ-ერთი “ევერტონის” ყოფილი ნახევარმცველია.
შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს, ფელაინის სანაცვლოდ, “მანჩესტერმა” ევერტონს” 27.5 მილიონი გირვანქა გადაუხადა.