ფეხბურთი

19:43 | 21.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" ფაბრეგასში 53 მილიონს იხდის

 

“მანჩესტერ იუნაიტედი" კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველ სესკ ფაბრეგასს კვლავ არ ეშვება და მზადაა ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერში 53 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფაბრეგასი კლუბიდან გასაშვებ ფეხბურთელთა სიაში მოხვდა. თავად ნახევარმცველს კი “ბარსელონას” დატოვება არ სურს.

"მარკას" ინფორმაციით, კატალონიელები 27 წლის ფეხბურთელს 40 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევიან. ასე რომ, შეიძლება ითქვას, "წითელი ეშმაკები" მიზანთან ახლოს არიან და შემდეგ სეზონში ფაბრეგასი სავარაუდოდ "ოლდ ტრაფორდზე"  ითამაშებს.

გიორგი ბალახაძე

0.114532