“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა კატალონიის “ბარსელონასგან” სესკ ფაბრეგასის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო სეზონშიც ეცდება. “დეილი სტარის” ინფორმაციით, “წითელი ეშმაკები” 27 წლის ესპანელის სანაცვლოდ 45 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიან.
ბრიტანელი ჟურნალისტების მტკიცებით, ფაბრეგასი “კამპ ნოუზე” ბედნიერი არაა და კლუბის შეცვლას უახლოეს თვეებში გეგმავს. “მანჩესტერის” გარდა, კატალონიელთა შუახაზელის ხილვა “სიტისაც” სურს. გარდა ამისა, მისი დაბრუნების წინააღმდეგი არც ლონდონის “არსენალია”.
ცნობისათვის, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში, ფაბრეგასმა 36 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 8 გოლი და 13 საგოლე პასია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რა დარჩენა წამოდი მანჩესტერში ამას დებილი ხო არ უჭამია
კი მარა რანაირი ფრანგია?
როგორიც მთელი ნაკრები ისეთი ფრანგია
:დ
ეს ძალიან კარგი მცველი არი