ფეხბურთი

13:15 | 13.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” ევრას გაზრდილ ხელფასს სთავაზობს

 

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობას გუნდის ფრანგ მცველ პატრის ევრასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

Goal-ის ინფორმაციით, ინგლისელები 32 წლის ფეხბურთელის დასაყოლიებლად მას ხელფასის მცირედით მომატებასაც შესთავაზებენ. ფრანგის ამჟამინდელი ანაზღაურება კვირაში 85 ათას გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

ვარაუდობენ, რომ მოლაპარაკებების აქტიური ფაზა უახლოეს დღეებში დაიწყება. საქმე ისაა, რომ ევრას მოქმედ კონტრაქტს ვადა ზაფხულში ეწურება და მის მიმართ დაინტერესებას იტალიური “ინტერი” და “მონაკო” იჩენენ.

“მანჩესტერისთვის” ევრასთან კონტრაქტის გახანგრძლივება შესაძლოა, ერთგვარი იძულებითი ნაბიჯი იყოს. გასულ ზაფხულს ისინი “ევერტონისგან” ლეიტონ ბეინსის შეძენას ცდილობდნენ, რომელსაც სავარაუდოდ ფრანგის შემცვლელად მოიაზრებდნენ. ამ განზრახვაზე მათ ხელი ზამთარში აიღეს, რადგან ბეინსმა ლივერპულელებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096248