ფეხბურთი

18:30 | 30.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" დი მარიას ტრანსფერზე მუშაობს

 

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა მადრიდის "რეალის" შემტევ ნახევარმცველ ანხელ დი მარიაში 25 მილიონი გირვანქა გადაიხადოს.

როგორც უკვე ცნობილია, არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელისადმი ინტერესს ლონდონის "არსენალი" და "მონაკოც" იჩენენ. თავად ფეხბურთელს კი კლუბში დარჩენა სურს.

"არ მოვიტყუები, ინტერესი ჩემს მიმართ მართლა არსებობს და ყველაფერი "რეალზეა" დამოკიდებული. თუ კლუბი მოისურვებს, რა თქმა უნდა, აქ დარჩენა მსურს. მადრიდში თავს ბედნიერად ვგრძნობ და ჩვენ დიდებული სეზონი გვქონდა,” - განუცხადა "მარკას" დი მარიამ.

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს მადრიდელებმა არგენტინელი ნახევარმცველი "ბენფიკასგან" 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინეს. გასულ სეზონში დი მარიამ ყველა ტურნირზე 52 მატჩი ჩაატარა და 11 გოლთან ერთად 26 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.

გიორგი ბალახაძე

0.110509