ფეხბურთი

12:01 | 14.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” დაცვის გაძლიერებაზე ამუშავდა

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “მანჩესტერ იუნაიტედი” დაცვის ხაზის გაძლიერებას ეცდება. “მირორის” ცნობით, “წითელ ეშმაკებს” კანდიდატები უკვე შერჩეული ჰყავთ.

მანჩესტერელთა მთავარი სამიზნე “დორტმუნდის” ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსია. ინგლისელები გერმანელის გადაბირებას დიდი ხანია ცდილობენ. ჰუმელსის გარდა, “მანჩესტერს” “ფეინოორდის” 22 წლის უნივერსალი მცველი ბრუნო მარტინს ინდიც სურს.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერის” დაცვის ხაზის ლიდერებს – ნემანია ვიდიჩსა და რიო ფერდინანდს კონტრაქტები ივნისში ეწურებათ და კლუბის შეცვლას გეგმავენ. ვიდიჩი კარიერას მილანის “ინტერში” განაგრძობს, ხოლო ფერდინანდის მომავალი, ჯერჯერობით, გაურკვეველია.

 

0.116975