ფეხბურთი

16:15 | 2.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” და “იუვენტუსი” ჰამშიკისთვის იბრძვიან

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “მანჩესტერ იუნაიტედი” და ტურინის “იუვენტუსი” “ნაპოლის” კაპიტნის – მარეკ ჰამშიკის შეძენას ეცდებიან. ამის შესახებ იტალიური პრესა იუწყება.

თავი მხრივ, 26 წლის სლოვაკი ნეაპოლურ გუნდში ბედნიერი ვეღარაა. რაფაელ ბენიტესის ტაქტიკურ სქემაში, ჰამშიკი თავს არაკომფორტულად გრძნობს და ამას არც მალავს. რამდენადაც ცნობილია, “მანჩესტერი” სლოვაკში 35 მილიონ ევროს ითხოვს, რაზე უარიც იტალიელებს გაუჭირდებათ.

ჰამშიკის ხელში ჩაგდების იმედს არ კარგავს “იუვენტუსი”, რომელიც ნახევარდაცვის შუა ხაზის გაძლიერებას გეგმავს. მით უფრო, რომ არაა გამორიცხული, პოლ პოგბამ პსჟ-ს მიაშუროს.

 

0.118541