ფეხბურთი

14:04 | 7.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” და “ჩელსი” კავანისთვის იბრძოლებენ

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდის – ედინსონ კავანის შესაძენად დიდი ბრძოლა გაჩაღდება. Daily Mail-ის ცნობით, ურუგვაელის გადაბირებით ყველაზე მეტად “მანჩესტერ იუნაიტედი” და ლონდონის “ჩელსი” არიან დაინტერესებულნი.

როგორც ირკვევა, კავანი პარიზში არცთუ ბედნიერია და კლუბის შეცვლა სურს. ურუგვაელი მეგოლე ინგლისის პრემიერლიგაში ძალების მოსინჯვის წინააღმდეგი არაა.

ცნობისათვის, ედინსონ კავანი 54 მილიონ გირვანქა სტერლინგადაა შეფასებული.

 

0.114702