კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდ ალექსის სანჩესს მსურველების რიგი უდგას. “დეილი მეილის” ცნობით, 25 წლის ჩილელისადმი ყველაზე მეტ ინტერესს ლონდონის “არსენალი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” იჩენენ.
“მეთოფეთა” თავკაცმა არსენ ვენგერმა კლუბის ხელმძღვანელობას სანჩესის შეძენა უკვე სთხოვა. რაც შეეხება “მანჩესტერს”, “წითელმა ეშმაკებმა” კატალონიელებს ჩილელის სანაცვლოდ 22 მილიონი გირვანქა სტერლინგი უკვე შესთავაზეს.
აღსანიშნავია, რომ სანჩესის გადაბირებით, ტურინის “იუვენტუსი” და “ლივერპულიც” არიან დაინტერესებულნი.