ფეხბურთი

14:10 | 2.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” ბეინსს იანვარში მიუბრუნდება

“მანჩესტერ იუნაიტედი” “ევერტონის” მცველის – ლეიტონ ბეინსის ტრანსფერს ზამთრის სატრანსფერო სეზონში მიუბრუნდება. Daily Mail-ის ცნობით, “წითელ ეშმაკებს” 28 წლის მარცხენაფლანგელის შესაძენად საკმარისი ფინანსები აქვთ.

მოგეხსენებათ, მანჩესტერელები ბეინსის ყიდვას ზაფხულშიც ცდილობდნენ, მაგრამ გარიგება არ შედგა. ლივერპულელები მცველის სანაცვლოდ 20 მილიონს ითხოვდნენ, “მანჩესტერი” კი, მხოლოდ 15 მილიონ გირვანქა სტერლინგზე იყო თანახმა.

საბოლოოდ, “მანჩესტერმა” “ევერტონის” სხვა ფეხბურთელი – მარუან ფელაინი გადაიბირა. ბელგიელმა მერსისაიდელებს “ოლდ ტრაფორდზე” გაშვება მოსთხოვა და თანხმობაც მიიღო.

 

0.112955