მიუხედავად იმისა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” ლივერპულის “ევერტონისგან” ლეიტონ ბეინსისა და მარუან ფელაინის ტრანსფერთან დაკავშირებით უარი მიიღო, ინგლისის ჩემპიონი სატრანსფერო მიზნის განხორციელებას მაინც ეცდება, ოღონდ, ამჯერად წინადადებას ორივე მოთამაშეზე ერთდროულად კი არა, ცალ-ცალკე ამზადებს.
“წუთელი ეშმაკები” ფეხბურთელთა დუეტისთვის 28 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდას რომ აპირებდნენ, ლივერპულელებმა ამ შეთავაზებას სასაცილო უწოდეს. მაგრამ დევიდ მოიესი დანებებას არ აპირებს და ყოფილი შეგირდების გადაბირების მცდელობას აგრძელებს.
The Guardian-ის ცნობით, უახლოეს დღეებში მანჩესტერელები “ევერტონს” გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავენ და ამასთან, მოთამაშეთა სათითაოდ შეძენას ეცდებიან. ბეინსთან დაკავშურებით ინფორმაცია არ ვრცელდება, ბელგიელი ფელაინის სანაცვლოდ კი, “მანჩესტერი” 23,5 მილიონის გადახდას გეგმავს.
“ევერტონმა” უკვე დაიწყო 25 წლის ნახევარმცველის შემცვლელის ძიება. მერსისაიდელებმა თვალი “უიგანის” მოთამაშე ჯეიმს მაკკარტის დაადგეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
35 საკმარისია
ორივე მაგრად გვჭირდება. ჩელსისთან მატჩამდე ითრიონ კაი იქნება. მევასება ორივე
ორივე თუ დაითრია კარგად გაძლიერდება მანჩე
სასწაროდ ველოდები MU 2013-ის კომენტარს ამ სტატიაზე
DDDDDDDDDDD
სასწრაფოდ კაცო, აუ რა დამიწერია სასწაროდ
DDD
ხოოო ფელაინი გვინდაააა!!!ბეინსი ნაკლებად მაღელვებს ევრა უფრო მომწონს
ბეინსი რა ჩემ ბეინსად გვინდა ფელაინი წამოიყვანეთ...
ფელაინი შეიძინოს და ბეინსი საერთოდ არ მინდა რადგან ევრა დგას მად მგელივით. ფელაინია აუცილებლად დასათრევი და მაგარი ცენტრი იქნება.
მიდი და დევიდ დაითრიე ფელაინი ბეინსს არ დავეძებ თუ არ წამოვა