ფეხბურთი

4:10 | 8.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერ სიტი” თითქმის ჩემპიონია

 

 ინგლისის პრემიერლიგაში 28-29-ე ტურების ორი გადმოტანილი მატჩი გაიმართა. “სანდერლენდმა” შინ “ვესტ ბრომვიჩს” 2:0 მოუგო და პრემიერლიგაში დარჩენა გაინაღდა. “ეტიჰადზე” კი ჩემპიონობის მთავარი კანდიდატი, “მანჩესტერ სიტი” “ასტონ ვილას” მასპინძლობდა და თავიდან ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ლამის მთელი გუნდით დაცვაში მდგარი სტუმრების გატეხვა “ქალაქელებს” გაუჭირდებოდათ. მეორე ტაიმის შუამდე პელეგრინის გუნდმა, ფაქტობრივად, ერთი სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა აბსოლუტურ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა. ყველაფერი ჯეკოს გოლის შემდეგ შეიცვალა. 64-ე წუთზე ბოსნიელმა ნასრის დაწყებული და საბალეტას გაგრძელებული კომბინაცია წარმატებით დაასრულა. კიდევ 8 წუთში მეორეც შეაგდო. შემდეგ ასევე ექსიუგოსლავიელის, კერძოდ კი ჩერნოგორიელი სტევან იოვეტიჩის ჯერი დადგა, თუმცა მანმადე სტუმრებმა ხარიხას მოარტყეს ბურთი. იაია ტურემ საჯარიმოში თავბრუ დაახვია მცველებს, იოვეტიჩს დაუგორა და მანაც ზუსტად დაარტყა მარჯვენა დაბალ კუთხეში. მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე კი ტურემ, რომელიც უდავოდ საუკეთესო იყო მასპინძელთა რიგებში, საკუთარი ნახევრიდან წამოიღო ბურთი, მას ოთხი მცველი მისდევდა ფეხდაფეხ, მაგრამ კოტდივუარელმა ახლოს არავინ გაიკარა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და “სიტის” მე-100 გოლი გაიტანა წლევანდელ პრემიერლიგაში. “ბურთს ვფლობდით და შანსს ველოდით, ვიცოდით, რომ აუცილებლად გავიტანდით. საბოლოოდ დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ და ახლა უკვე ტიტულთან ძალიან ახლოს ვართ. ტურემ კი ფანტასტიკრი მატჩი ჩაატარა,” – თქვა მერე მანუელ პელეგრინიმ.

ბოლო ტურში “მანჩესტერ სიტი” “ვესტ ჰემს” უმასპინძლებს და ფრეც ეყოფა ჩემპიონობის გასაფორმებლად.

სანდერლენდი – ვესტ ბრომვიჩი 2:0 (2:0)

სანდერლენდი.”ლაითი.” 45 181

სანდერლენდი: მანონე, ბრაუნი, ო’ში, ვერგინი, მარკოს ალონსო, ჯონსონი (ბრიდკუტი 61), კატერმოლი (ჯაკერინი 88), ლარსონი, კოლბექი, უიქემი (ალტიდორე 61), ბორინი

მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი

ვესტ ბრომვიჩი: ფოსტერი, რიდი (დაუსონი 46), ლუგანო, მაკოლი, სესენონი, მორისონი, იაკობი (მულუმბუ 46), ბრანტი, დორანსი, ანიჩებე, ბერაინო (ვიდრა 78)

მწვრთნელი: პეპე მელი

გოლები: 1:0 კოლბექი (13), 2:0 ბორინი (31)

გაფრთხილება არ ყოფილა

მსაჯი: ლი მეისონი

ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 2(3)-3(4), ჯარიმა: 13-12, კუთხური: 5-0,  თამაშგარე: 0-1, სეივი: 3-2

 

მანჩესტერ სიტი – ასტონ ვილა 4:0 (0:0)

მანჩესტერი. “ეტიჰადი.” 47 023

მანჩესტერ სიტი: ჰარტი, კომპანი, დემიკელისი, საბალეტა, კოლაროვი, ნასრი, მილნერი (იოვეტიჩი, 60), ხავი გარსია, დავიდ სილვა (ფერნანდინიო 76), იაია ტურე, ჯეკო (ნეგრედო 86)

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

ასტონ ვილა: გუზანი, ვლარი, ბერტრანი (გრილიში 88), ლაუტონი, კლარკი (რობინსონი 79), ბეიკერი, ელ აჰმადი, დელფი, ვესტვუდი, ვაიმანი, ბოვერი (ბაკუნა 59)

მწვრთნელი: პოლ ლამბერტი

გოლები: 1:0, 2:0 ჯეკო (64, 72), 3:0 იოვეტიჩი (89), 4:0 იაია ტურე (90+3)

გაფრთხილება: იოვეტიჩი (89); დელფი (56), კლარკი (73)

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

ბურთის ფლობა: 70-%30%, დარტყმა: 8(4)-1(1), ჯარიმა: 8(4)-9(1), კუთხური: 7-2, თამაშგარე: 3-0, სეივი: 0-5

 

მეგოლეები:

31 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)

21 – დენიელ სტარიჯი (“ლივერპული”)

20 – იაია ტურე (6, “მანჩესტერ სიტი”)

17 – უეინ რუნი (3, “მანჩესტერ იუნაიტედი”), სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”)

16 – ვილფრიდ ბონი (4, “სუონსი”), ოლივიე ჟირუ (1, “არსენალი”), ედინ ჯეკო (“მანჩესტერ სიტი”)

0.144176