“მანჩესტერ სიტის” ახალი სამიზნე “ლივერპულის” მთავარშემტევი ლუის სუარესია – გვამცნობს The Sunday Times-ი. ეს ამბავი თავად ურუგვაელსაც შეუტყვია, თუმცა ზაფხულამდე სხვა შეთავაზებებზე არ ფიქრობს.
“ლივერპულის” აღმასრულებელი დირექტორი, იან ეირი არ მალავს, რომ სუარესის შესახებ მათ ბევრი კლუბი მიმართავს და მათგან ბოლო “მანჩესტერ სიტი” იყო, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მას შემდეგ, რაც იანვარში ახალი კონტრაქტი გააფორმა, ლუისი “წითლების” რიგებში კიდევ დიდ ხანს დარჩება: “გასულ ზაფხულს მას ძნელი პერიოდი ჰქონდა და მაშინ კლუბი გვერდში დაუდგა. ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ვფიქრობ კიდევ დიდ ხანს დარჩება ჩვენთან. მას ჩემპიონთა ლიგაში თამაში სურდა და ახლა ამის საშუალება ექნება, თანაც ამ მხრივ, ყველაზე წარმატებულ ინგლისურ კლუბში.”