შაბათის პრემიერლიგის ადრეულ მატჩში, ჰალში, “ჩელსიმ” 2:0 დაამარცხა დებიუტანტი “ჰალ სიტი” და მინიმუმ კვირა საღამომდე გალიდერდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე შესანიშნავ ფორმაში მყოფი ბელგიელი ედენ აზარი გახდა. მან ეფექტური გოლიც გაიტანა და თამაშსაც ხშირად მახვილგონივრულად ამწვავებდა. ბოლო დღეებში ბევრს საუბრობენ აზარის პსჟ-ში შესაძლო გადასვლის თაობაზე. თუმცა თამაშის წინ, “არისტოკრატთა” მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თქვა: 100 მილიონიც რომ შემოგვთავაზონ, აზარს მაინც არ გავყიდითო.
“ჩელსიმ” მეორე ტაიმში უკეთ ითამაშა. პირველში მეტოქეებს თითო ნაღდი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. 26-ე წუთზე ტერიმ დაუშვა მიუტევებელი შეცდომა, საკუთარ საჯარიმოსთან უყურადღებოდ გაისარჯა და ბურთი იქვე მყოფ იანიკ საგბოს მიუვიდა, თუმცა კოტდივუარელის დარტყმულმა ბურთმა მარცხენა ძელს სანტიმეტრებში ჩაუქროლა. შვიდ წუთში უკვე სტუმრებს უნდა გაეტანათ, როცა აზარმა ოსკარი საჯარიმოში მარტოდმარტო დატოვა, მაგრამ მეკარე ალან მაკგრეგორმა სასწაულად მაიგერია ბურთი კუთხურზე.
ანგარიში 56-ე წუთზე გაიხსნა. სტუმართა ლამაზი მრავასვლიანი კომბინაცია აზარის ზუსტი, გამოზომილი დარტყმით დამთავრდა მარჯვენა დაბალ კუთხეში. დამთავრებამდე სამი წუთით ადრე კი, ფერნანდო ტორესმა, რომელიც პრემიერლიგაში თავის მე-200 მატჩს ატარებდა, ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ გააორა.
“ვეფხვები” (“ჰალ სიტის” მეტსახელია), თმაშეკრეჭილი ტომ ჰადლსტოუნის (ის ამბობდა, სანამ გოლს არ გავიტან, თმას არ შევიჭრიო. ამასობაში წელიწადზე მეტი გავიდა. გასულ ტურში გაიტანა და პირობა შეასრულა) მეთაურობით რაღაცას ცდილობდნენ, მაგრამ თამაშის შემოსატრიელებლად ოსტატობა არ ეყოთ.
“ჩელსის” მეკარე პეტრ ჩეხმა საკლუბო რეკორდი დაამყარა – 209-ე “მშრალი” მატჩი (Clean Sheet) ჩაატარა, მანმადე ეს რეკორდი პიტერ ბონეტის ეკუთვნოდა. საერთო ჯამში კი ყველაზე მეტი – 151 “მშრალი” მატჩი დევიდ ჯეიმსს უთამაშია, თუმცა მან კარიერის განმავლობაში 9 კლუბი გამოიცვალა.
მატჩის შემდეგ მოურინიომ თქვა: “წყნარი შეხვედრა ჩავატარეთ. პირველ ტაიმში მეტოქე კარგად იცავდა თავს, მაგრამ მეორეში უკეთ გავაკონტოლეთ ბურთი და გოლებიც გავიტანეთ. ჩეხის რეკორდი? გაისად ის პრემიერლიგის რეკორდსაც დაამხობს.”
“ტოტენჰემისთვის” ეს ისტორიაში მე-200 ლონდონური დერბი იყო. მართალია, მასპინძლები ლონდონის ჩრდილოეთს წარმოადგენენ, სტუმრები კი სამხრეთს, მაგრამ მინდორზე პირველი წუთიდანვე ცეცხლი დაინთო. უკვე მე-8 წუთზე ტოტენჰემელმა მუსა დემბელემ საჯარიმოში ოპონენტი წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, მაგრამ ჯეისონ პანჩონმა იმდენად გადააცილა ბურთი კარს, რომ აუდიტორიის დიდი მხიარულება და ირონია გამოიწვია. პირველ ტაიმში მასპინძლებმა მეტოქეს ფრთები გადაუკეტეს, ამიტომ შემტევები ადებაიორი და სოლდადო თითქოს მოწყვეტილები ჩანდნენ დანარჩენებისგან. მაგრამ შესვენების შემდეგ ვითარება შეიცვალა. “კრისტალ პალასის” ფეხბურთელებს დაღლა დაეტყოთ და ტიმ შერვუდის ბიჭებმა სადავეები ხელთ იგდეს. ჯერ დანიელმა კრისტიან ერიკსენმა გაიტანა ახლოდან, შემდეგ კი ჟერმენ დეფომ, რომელიც ერთ თვეში კანადურ “ტორონტოში” გადადის, გააორა.
“ევერტონმა” “ნორვიჩს” 2:0 მოუგო და ზედა ოთხეულში შეაბიჯა. თუმცა, კვირას, მათი თანაქალაქელი “ლივერპული” “სტოკთან” თამაშობს სტუმრად და შესაძლოა, ადგილი გაუცვალოს.
2014 წელს პირველად მოიგო “მანჩესტერ იუნაიტედმა.” იანვარში “ეშმაკუნებმა” სამივე ტურნირში (პრემიერლიგა, ასოციაციის თასი, ლიგის თასი) მიჯრით წააგეს და დევიდ მოიესს ისევ კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა თავს. “სუონსისთან” კიდევ წაგების უფლება კი მათ ნამდვილად არ ჰქონდათ და აკი, მოიგეს კიდეც. პირველ ტაიმში სტუმრები ბურთს უკეთ აკონტროლებდნენ, თუმცა გატანა მასპინძლებს შეეძლოთ, ადნან იანუზაიმ “სტანდარტიდან” ხარიხას მოარტყა. ამდენი მარცხის შემდეგ, თითქოს მასპინძლებს მეტი მოტივაცია ჰქონდათ და ალბათ გადამწყვეტიც ეს გამოდგა. გოლები ვალენსიამ და უელბეკმა გაიტანეს.
ჰალ სიტი – ჩელსი 0:2 (0:0)
ჰალი. “კინგსტონი.” 24 924
ჰალ სიტი: მაკგრეგორი, ფიგეროა, დევისი, ბრიუსი, ჩესტერი (ფრაიატი 77), ჰადლსტოუნი, ელ მუჰამადი, მეილერი (კორენი 67), ლივერმორი, საგბო, ბოიდი (ქუინი 83)
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი
ჩელსი: ჩეხი, ეშლი კოული, ტერი, კეჰილი, დავიდ ლუისი, ასპილიკუეტა, ვილიანი (შურლე 88), რამირესი (ესიენი 90), აზარი, ოსკარი (ობი მიკელი 79), ფერნანდო ტორესი
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
გოლები: 0:1 აზარი (56), 0:2 ფერნანდო ტორესი (87)
გაფრთხილება: ლივერმორი (69), ფიგეროა (82); კეჰილი (66)
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 2(5)-3(7), ჯარიმა: 12-7, კუთხური: 1-7, თამაშგარე: 2-0, სეივი: 3-2
კარდიფ სიტი – ვესტ ჰემი 0:2 (0:1)
კარდიფი. “კარდიფ სიტი სთედიუმი.” 27 750
კარდიფ სიტი: მარშალი, ჰადსონი (კორნელიუსი 78), თეოფილე კეტრინი, კოლკერი, ჯონი, უითინგემი, მედელი (ეიკრემი 65), ნუნი, ბო-კიუნგ კიმი, ოდემვინგიე (ბელამი 46), კემპბელი
მწვრთნელი: ოლე გუნარ სოლსკიაერი
ვესტ ჰემი: ადრიენი, დემელი (მაკარტნი 17), რაცი, ჯონსონი, ტომკინსი, დაუნინგი, ტეილორი, ნოუბლი, ჯერვისი, კოლისონი (დიარა 75), კარლტონ კოული (ენდი კეროლი 72)
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
გოლები: 0:1 კარლტონ კოული (42), 0:2 ნოუბლი (90+3)
გაფრთხილება: მედელი (45+10); მაკარტნი (50), ტომკინსი (61), ჯონსონი (70), დიარა (90)
გაძევება: ტომკინსი (72)
მსაჯი: ლი მეისონი
ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 7(9)-2(7), ჯარიმა: 7-15, კუთხური: 8-7, თამაშგარე: 1-1, სეივი: 1-7
ევერტონი – ნორვიჩი 2:0 (1:0)
ლივერპული. “გუდისონ პარკი.” 36 827
ევერტონი: ჰოვარდი, იაგიელკა, ბეინსი, სტოუნზი, პინაარი (ნეისმიტი 71), ბერი, ოსმანი (ჰეიტინგა 69), კოულმენი, მაკარტი, მირალასი, ლუკაკუ
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
ნორვიჩი: რადი, ვიტაკერი, ოლსონი, გარიდო (რედმონდი 66), ბასონგი, ბენეტი, ფერი, სნოდგრასი, ჯონსონი, ჰუპერი, ვან ვოლფსვინკელი (მერფი 88)
მწვრთნელი: კრის ჰოუტონი
გოლები: 1:0 ბერი (23), 2:0 მირალასი (59)
გაფრთხილება: სტოუნზი (45); ბენეტი (63), ბასონგი (90)
მსაჯი: კევინ ფრენდი
ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 4(13)-5(4), ჯარიმა: 7-14, კუთხური: 10-5, თამაშგარე: 1-3, სეივი: 3-3
ფულემი – სანდერლენდი 1:4 (0:2)
ლონდონი. “ქრეივენ კოტეჯი.” 25 564
ფულემი: სტოკდეილი, სენდეროსი, რიისე, ამორებიეტა, რითერი, სიდუელი, დაფი (დეჟაგა 69), პარკერი, ტაარაბტი (კასამი 63), დემპსი (ბენტი 79), ბერბატოვი
მწვრთნელი: რენე მელენსტეენი
სანდერლენდი: მანონე, ბრაუნი, ო’ში, ბერდსლი, მარკოს ალონსო, ჯონსონი (ჩელუსტკა 87), კატერმოლი, სუნგ-იონგ კი, კოლბექი, ფლეტჩერი (ალტიდორე 66), ბორინი (ლარსონი 75)
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი
გოლები: 0:1 ჯონსონი (29), 0:2 სუნგ-იონგ კი (41), 1:2 სიდუელი (52), 1:3, 1:4 ჯონსონი (69, 85 პენ.)
გაფრთხილება: სიდუელი (37), რიისე (40), პარკერი (59); ბერდსლი (30), სუნგ-იონგ კი (58), ჯონსონი (70)
მსაჯი: მაიკლ დინი
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 5(10)-3(3), ჯარიმა: 15-12, კუთხური: 10-6, თამაშგარე: 3-0, სეივი: 2-4
საუთჰემპტონი – ვესტ ბრომვიჩი 1:0 (0:0)
საუთჰემპტონი. “სენტ მერის სთედიუმი.” 28 610
საუთჰემპტონი: ბორუცი, ჟოზე ფონტე, ლოვერნი, კლაინი, შოუ, დევისი, ლალანა (უარდ პროუსი 84), კორკი (რამირესი 62), შნაიდერლინი, როდრიგესი (გული 90+1), ლამბერტი
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
ვესტ ბრომვიჩი: ფოსტერი, ოლსონი, რიდი, რიჯუელი, მაკოლი (გერა 81), ამალფიტანო (ვიდრა 81), მორისონი, მულუმბუ, ბრანტი, ლონგი, ანელკა (ბერაინო 77)
მწვრთნელი: პეპე მელი
გოლი: 1:0 ლალანა (66)
გაფრთხილება: ლოვერნი (27); ლონგი (58), ოლსონი (72)
მსაჯი: ჰოუვარდ უები
ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 5(8)-3(2), ჯარიმა: 11-14, კუთხური: 4-4, თამაშგარე: 3-7, სეივი: 2-4
ტოტენჰემი – კრისტალ პალასი 2:0 (0:0)
ლონდონი. “უაით ჰარტ ლეინი.” 36 102
ტოტენჰემი: ლორისი, დოუსონი, როუზი, კირიკეში, უოლკერი (ნოგტონი 48), ლენონი, დემბელე, ერიკსენი (შადლი 76), ბენტალები, ადებაიორი, სოლდადო (დეფო 57)
მწვრთნელი: ტიმ შერვუდი
კრისტალ პალასი: სპერონი, მარიაპა, გაბიდონი, დელანი, უარდი, პერი, იედინაკი, პანჩონი (გედიურა 82), ბოლასიე (უილიამსი 68) , შამახი, ჯერომი (გეილი 69)
მწვრთნელი: ტონი პულისი
გოლები: 1:0 ერიკსენი (50), 2:0 დეფო (73)
გაფრთხილება: ნოგტონი (80); მარიაპა (70), იედინაკი (77)
მე-8 წუთზე პანჩონმა ვერ გაიტანა პენალტი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 3(3)-2(10), ჯარიმა: 11-12, კუთხური: 5-11, თამაშგარე: 1-1, სეივი: 2-2
მანჩესტერი – სუონსი 2:0 (0:0)
მანჩესტერი. “ოლდ ტრეფორდი.” 75 035
მანჩესტერი: დე ხეა, ვიდიჩი, ევრა (ბიუტნერი 79), რაფაელი, სმოლინგი, კერიკი, ვალენსია, ფლეტჩერი, იანუზაი, კაგავა, უელბეკი (ერნანდესი 85)
მწვრთნელი: დევიდ მოიესი
სუონსი: ტრემელი, უილიამსი, ანხელ რანხელი, ამატი, დევისი, რუტლიჯი, ბრიტონი, შელვი (ალვარო ვასკესი 63), კანიასი (ჩიკო 17), პოსუელო, ბონი
მწვრთნელი: მიქაელ ლაუდრუპი
გოლები: 1:0 ვალენსია (47), 2:0 უელბეკი (59)
გაფრთხილება: ანხელ რანხელი (37), ბონი (45+2)
მსაჯი: კრის ფოი
ბურთის ფლობა: 40%-60%, დარტყმა: 1(4)-2(2), ჯარიმა: 5-8, კუთხური: 0-2, თამაშგარე: 0-0, სეივი: 2-3
მეგოლეები:
20 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)
13 – სერხიო აგუერო (“სიტი”)
10 – ლოიკ რემი (“ნიუკასლი”), იაია ტურე (2, “სიტი”)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მეგონა არგენტინა ბ თამაშობდა.. სამი კაცის მეტი ვერ ვიცანი. ტაგლიაფიკო ვიცანი, სიტის მცველი როა და მესი. სამაგიეროდ ზამენაზე რა ხალხი იჯდა, დიბალა, დი მარია აგერო.. ეს ზამენის სასტავი ტრი ნოლს დაადებდა მაგ გუნდს : D
ესეგი ერთი არგერტინის ჩაკუკება და ანტი მესისტები კალიებივით მოედებიან
ერთ ამბავში არიან დადგავს რაღაც სპექტაკლს მარტო მოიგებს თამაშს ნაკრებს უხსენებენ ეგრევ რაღაცით რომ დააკნინონ
ერთი ?

იყოს 5-6 ხო კაი 9-10


იასნია
ნაკრები ხომ მესისთვის 100 პროცენტიანი დამაკნინებელი საშუალებაა ?
ხავი-ინიესტას დუეტიც რომ დაიშალა 2015-ში და მას მერე ლიგიდან სულ პანღურით რომ აგდებენ, ეგ პონტიც იკრებს ძალას და მარტო ნაკრებს აღარ ვახსენებთ ხოლმე
სამაგიეროდ 2015 ტიდან დაწყებული რა მაყუთი აკეთებინა ტოტალიზატორს ბარსამ მაგას რატო არ ამბობ

კორბენ შენ არ ინარევიულო ამათ თამაშს როვუყურე კიდე ბევრჯერ ჩაიკუკუებენ
რარა ცხვრის ფარა და რაღა არგერტინის ნაკრები

ამათი იღბალი ყატარი მიიწვიეს და ამ ჯგუფში მოხვდა, თორემ მესამე ადგილითაც ვერ გავიდოდნენ ჯგუფიდან. მაგრამ მოუგებს კი მესეეე ყატარს?
მისიმ მირტიმ ინდი მიიიგიიის ტიტიილიიბიიი
მირიდინიიი მირტი იგიბდიიიი
საწყალი ვინების გვერდში უწევს თამაში ... აი ამას რომ წერენ მინდა გავიხსენო ვინ იყო 90-ის მსოფლიოზე არც თუ ისე კარგ ფორმაში მყოფ მარადონას, როდესაც გასცდნენ იტალიას ბრაზილიას და იუგებს. მე კანიჯას და ბურუჩაგას გარდა ვინმე ღირებულს ვერ ვიხსენებ.
რუჯერი, კანიჯა და ბურუჩაგა
თან ბურუჩაგა იმის ნახევარიც აღარ იყო, რაც 86-ში. კანიჯაც მთელი კარიერა საშუალო გუნდების თავდამსხმელი იყო, პროსტა დიეგოს თვალდახუჭული უგებდა ყველაფერში.
86 წლის მსოფლიო რო გახსოვს განა რამდენი წლის ხარ :დ
77-იანი ვარ.
იმიტო ხარ დიეგოს თავგადაკლული ფანი ბავშვობის ეფექტი სულ სხვაა. პირველად იტალია-ბულგარეთის თამაშს ვუყურე 94 ში და ბაჯოზე მაგარი ფეხბურთელი არავინ მეგონა.
მაგ ლოგიკით ჯორდანზეც უნდა გადავრეულიყავი, მაგრამ ლებრონა უფრო მევასება

Ar geqneboda shesazlebloba jordanis ta.ashebi rom genaxa
როგორ არა. 90-იანების დასაწყისში შეძლებისდაგვარად აჩვენებდნენ ნბა-ს თამაშებს. ოღონდ ჩანაწერებს.
ჩიკაგო-პორტლენდსაც ვუყურე და ჩიკაგო-ფინიქსის ფინალში ნაღდად ყველა თამაში ვნახე, კარგად მახსოვს.
9 წლის ასაკის კვალობაზე კარგად გხსომებია მაშინდელი მუნდიალი : )) მაგ ასაკში ფეხბურთს აქტუალურად არ ვუყურებდი : ))
7-8 წლიდან დამაინტერესა ფეხბურთმა სერიოზულად. ეგ მსოფლიო მაგრად მახსოვს, ღამეები არ მეძინა არგენტინაზე ნერვიულობით

barcac igive svarka gaxda mandedanac unda midiodes mesi 3 chamshlelit tamashoben tipebi da kruifis da guardiolas gzas valverde agrdzelebs, aset pragmatul gundebshi mesisnairi igroki ar unda iyos prosta gleze kidioda ukve tvitonac, bavshvebis ketebaze da fulis chrazea gadasuli
ამ ნაკრების მთავარი პრობლემა მესია.. ახლა არ დამიწყოთ მესი საუკეთესოა და რანაირადო... გუნდზე უარყოფითათ მოქმედებს შემადგენლობას თვითონ აყენებს ფეხბურთელებს ად იძახებს....
თვითონ ნაღდად არ აყენებს, მაგრამ კერპთაყვანისმცემლების "აკრუჟენიაშია"


ნებისმიერ დეტალს მასზე არგებენ და ზედმეტ ტვირთს ჰკიდებენ. არ შეუძლია ეს ლიდერობა და შ***ით თუ გინდათ
არცერთ წესიერ მწვრთნელს არ უნდა არგენტინის ნაკრებში მუშაობა მოუყვანეს პრაქტიკანტი მწვრთნელი და ფაქტია მესის ბუცებს ვინვ უწმინდავს ის დგას ძირითადში...
სკალონის ალბათ ისიც უხარია, "ღმერთის" სეხნია ვარო

მუნდიალის პონტი მეორდება რაა, ბოლო ტურში მხოლოდ მოგებას გაჰყავს არგენტინა ჯგუფიდან.



ნეტა რაც ეკვადორთან გააკეთა მესიმ, იმის "შპარგალკები" შენახული აქვს ?
მაგრამ ის ეკვადორი გავარდნილი იყო და ეკიდა. ამ ყატარს ნაღდად არ კიდია და ღმერთო მიშველე, ამას რომ ვამბობ - არგენტინაზე უკეთესად თამაშობს
თამაშობს და რას იზამ.DD ისე ერთი შანსი აქ არგენტინას მესიმ დაპირდეს ყატარელებს, რომ კარიერას დაასრულებს ყატარის ჩემპიონატში და იქნებ დაუწვნენ ამის გამო.დდდ
Chven chveni nakrebis fexburtelebs vtxovt shedegs da argentinelebi ra dgeshi iqnebian azrze var
gundi sadac yvela varskvlavia da moment yvela farchakia
კიდეც ჩაიჯ*ა მესიმ და სუნი დააყენა ამ გაგანია ზაფხულში
პენალტის გარეშე ტიპი ვერ იტანს და მერე რატო ეძახიან რონალდოს პენალდოს
გაუმართლა თან არგენტინას იმ დებილმა როგორ გამაზა პენალტი, ან მაგას რას დაარტყმევინეს მანამდე ისეთი მოხვდა ბაშკაში ეხლა მაგას კარში 1 მეკარე ათად ეჩვენებოდა ალბათ
მერე იტყვიან მესის არ უწყობენ გუნდელებიო, პენალტი რო არ აეღო ხო იტყოდნენ რა დიშ*ა მეკარეა ერთი პენალტი ვერ აუღიაო :დ და მაინც მგონია არგენტინა მესამე ადგილუთ გავა ისეთი ძაღლის ბედი აქ მაგრამ ფლეი ოფებში დაიჭერს ვიღაც და დააჭერინებს სამხრეთ ამერიკულ ანაკონდას

ეგ არაფერი მტავარია რეკორდი დაამყარა ყველა დროის საუკეთესომ და პლანეტების ბრძანებელმა მარსიანელმა.
4 კოპაზე გაუტანია თურემ ბიჭს
mesi am sasiretshi ra pontshi dabrundi s*rta jogia sad arian banega maskerano bilia merkado roxo arc eseni wyvetdnen varsklavebs mara egenic agar arian?? an es skalone vin chemi slea saidan moiyvanes axla chavxede dziritads da mesis garda fexburtels ver icnob da xalxs ro kitxo magari sastavi yavt, sagol mesi shen gadzlebas mag sirta jogshi
მესის არეულია ეს ნაკრები და არ გინფათ ახლა მორიგ ჩასვრილ თამაშზე მესის საქხიელების გაპტავება. მესი უყენებს ულტიმატუმებს ვინ ითამაშოს და ვინ არა და აგუერო, დიმარია და დიბალა რომ პორტუგალიას ყავდეს მსოფლიოს დადებდა.
მესი უდიდესი ფეხბურთელია მაგრამ ლიდერის თვისებები არ აქვს და გუნდის დალაგება არ შეუძლია პირიქით.
ultimatums ara sles uyenebs tipi iseti wynaria gasaxdelshic xmas ar igebso yvela magas ambobs, di maria vin chemi slea bolo 5 weli? magis fexburti 2014 wels damtavrda roca realidan wavida da msoflioze travma miigo magis mere manchestershic da psgshic zamenis fexburteli gaxda raga drois di mariaa an dibalas magari fexburteloba sad ginaxavt juventusshia 5 welia axal del pieros edzaxian skamis xexvis mets arafers aketebs, portugalias bevrad dabalansebuli da kai sastavi yavs ar ch irdeba di maria magaze uketesi bernardo silva yavs mwvrtnelic kargi yavt da gamartul fexburts tamashoben arganetinas da brazilias arc ro daesizmrebat
რა პენალი ვერ გაიტანა პარაგვაიმ.. ეგ რო გაეტანა არგენტინის ნაკრებს დაშლიდნენ ალბათ
იცი რა ვერ გამიგია? აგებ შე დადა მოხნულო დიბალა შეიყვანე რა. ეს არგერტინა ხროვას უფრო გავს ვიდრე ნაკრებს. ვინ სად არი რას თამაშობს ვერგაიგებს კაცი. ყატარი უძახე და კოლუმბიამ ძლივს მოუგო პარაგვაის 2 ბურთი ამოუქაჩა აგერ შეიძლება არგერტიასააც ამოსდოს. სამხრეთ ამერიკის ორი საუკეთესო ნაკრები კრიზიშია რაც ფეხბურთს ვნებს
ეს ირანის წაკლები ესენი ამათ რა “Copa América” უნდათ ამ სი&i ყლაპიებს.
თქვე ფარჩაკებო! !
რა პენალტი გაიტანა
ჯერ სად ხართ, ამოტენოს საუკეთესომ კატარი!
Columbia gasulia. Micems ager tamashs paragvais da meyole Argentina lamazad. Tan Sheileba yatarsaxlc ver mougon iset xodsea Arian eseni da arc dachirdes Columbias micema