„მანჩესტერ იუნაიტედი“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ სავარაუდოდ მარკო როისით გაძლიერდება. ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე კლუბის ხელმძღვანელობა ახალ სამწვრთნელო შტაბს სასურველი ფეხბურთელების შესაძენად 150 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოუყოფს და ამ თანხიდან ნაწილი შესაძლოა დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველის შესაძენად გამოიყენონ.
Bild-ის ცნობით, მანჩესტერელები მზად არიან, 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადონ. მიმდინარე სეზონში გერმანელმა ჰავბეკმა 38 თამაში ჩაატარა გერმანიის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაში და თავი 21 გოლითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.