“მანჩესტერ იუნაიტედის” სამწვრთნელო შტაბი და ხელმძღვანელობა “პსვ ეინდჰოვენის” 22 წლის მარჯვენა მცველით სანტიაგო არიასით დაინტერესდა. ბრიტანული გამოცემების ცნობით, მანჩესტერელები მზად არიან, კოლუმბიის ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ 6 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადონ და სავარაუდოდ, ამ შეთავაზებას “ეინდჰოვენიც” დათანხმდება.
სანტიაგო არიასი ჰოლანდიელებმა 2013 წლის ზაფხულში ლისაბონის “სპორტინგისგან” 650 ათას ევროდ შეიძინეს. მას შემდეგ მცველმა სხვადასხვა ტურნირებში 32 მატჩი ჩაატარა და თავი 1 გოლით და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.