ფეხბურთი

12:40 | 14.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერ იუნაიტედი” კოკეთი დაინტერესდა

მადრიდის “ატლეტიკოს” ახალგაზრდა ნახევარმცველმა კოკემ, სეზონის სტარტზე ნაჩვენები მაღალი დონის თამაშით არა მხოლოდ ეროვნულ გუნდში გამოძახება, არამედ ევროპის ტოპ-კლუბების ინტერესიც დაიმსახურა.

ესპანეთში ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისში საუბრობდნენ, რომ 21 წლის ფეხბურთელის მიმართ დაინტერესებას კატალონიური “ბარსელონა” იჩენდა. ისიც ითქვა, რომ დავიდ ვილიას ტრანსფერში ჩაიდო პუნქტი, რომლის თანახმადაც ბარსელონელებს კოკეს ტრანსფერის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებათ.

რადიოსადგურ Talksport-ის ინფორმაციით, ახლა “ბარსელონას” “მანჩესტერ იუნაიტედის” სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. ამასთან, მანჩესტერელები მოლაპარაკების დაწყებას იანვარში აპირებენ, რადგან გუნდს ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება ესაჭიროება. საუბარი იმაზე, რომ ზამთრის სატრანსფერო სეზონში “მანჩესტერი” ნახევარმცველს შეიძენს, დიდი ხანია მიმდინარეობს, რადგან ზაფხულში დევიდ მოიესმა ტიაგო ალკანტარასა და ანდერს ერერას გადაბირება ვერ მოახერხა და მხოლოდ მარუან ფელაინის ტრანსფერით მოუწია დაკმაყოფილება.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110215