ფეხბურთი

0:13 | 25.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

მამუკა კობახიძე “დილას“ დაუბრუნდა

ქუთაისში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, “დილამ“ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ვარჯიში განაახლა. “ტორპედოსთან“ მატჩში მიღებული ტრავმებიდან გამომდინარე არ უვარჯიშიათ: გულვერდ თომაშვილს, კობა შალამბერიძეს, ლუკა რაზმაძეს და ნიკოლოზ სადაღაშვილს.

“დილას“ პრესსამსახურის ცნობით, არის კარგი სიახლეც. მამუკა კობახიძე გორში დაბრუნდა და კარიერას “დილაში“ გააგრძელებს. გუშინ მან ფეხბურთელებთან ერთად სრულფასოვნად ივარჯიშა.

 

0.116558