ფეხბურთი

12:10 | 17.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მამადუ სახოს პსჟ-დან წასვლა სურს

საფრანგეთის ჩემპიონ პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა დაადასტურა, რომ მცველმა მამადუ სახომ კლუბის ხელმძღვანელობას სხვა გუნდში გაშვება სთხოვა.

“დიახ, ეს სიმართლეა, მამადუმ თხოვნით მოგვმართა, რომ მას ახალი კლუბი მოვუძებნოთ. კლუბის პოზიციაც ცნობილია - 2 სექტემბრამდე უნდა მოვძებნოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება”, - განუცხადა ბლანმა ჟურნალისტებს.

მას შემდეგ, რაც გუნდში მარკინიოსი მივიდა, რომელმაც დაცვის ცენტრში კონკურენცია ტიაგო სილვასა და ალექსის დუეტს უნდა გაუწიოს, 23 წლის სახოს შემადგენლობაში დამკვიდრების შანსები მკვეთრად შეუმცირდა და გუნდის გამოცვლაც მყარად გადაწყვიტა.

0.117448