მარტვილის “მერანის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი მალხაზ ჟვანია თბილისის “დინამო 2”-ის თავკაცად ოფიციალურად წარადგინეს. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “დინამოს” პრესსამსახური იუწყება.
ჟვანია “მერანში” 7 წელი მუშაობდა და გუნდს ეროვნული ჩემპიონატის მე-8 ტურის შემდეგ დაემშვიდობა. მას “დინამო 2”-ში გივი დიდავა და რამაზ სვანაძე დაეხმარებიან, ხოლო მეკარეების მწვრთნელი ლევან აბაშიძე იქნება. ჟვანიამ “დინამო 2”-ში ვასილ მაისურაძე შეცვალა, რომელიც ახლა მხოლოდ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში იმუშავებს.
“დინამოს” დუბლშემადგენლობასაც ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. კახი გოგიჩაიშვილმა, რომელსაც “დინამოსა” და საქართველოს ნაკრებში არაერთი მატჩი ჩაუტარებია, ვლადიმერ გოჩაშვილი შეცვალა. გოგიჩაიშვილს ასისტენტობას სულიკო დავითაშვილი გაუწევს, მეკარეებს კი, ზურაბ ქვაჩახია გაწვრთნის.
“დინამო 2”-ის და დუბლშემადგენლობის ახალი სამწვრთნელო შტაბები ვიტალი დარასელიას სახელობის თბილისის “დინამოს” საფეხბურთო აკადემიაში წარადგინეს.
fcdinamo.ge