საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები, მალტის ქალაქ კოტონერაში, 24-26 ივნისს ჩასატარებელ ევროპის ჩემპიონატზე 15-კაციანი შემადგენლობით გამოვა. მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ვაზაგაშვილმა რჩეულები დღეს, დუშეთში დაასახელა, სადაც ნაკრები ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ციკლის დასკვნით შეკრებას გადის.
რვა წონითი კატეგორიიდან, შვიდში ვაზაგაშვილმა განაცხადში ორ-ორი შეგირდი შეიყვანა. გამონაკლისი მხოლოდ უმსუბუქეს წონაში დაუშვა - ერთი ძიუდოისტი დაასახელა.
“დუშეთის შეკრებას კვირას დავასრულებთ. მოსამზადებელი ციკლი საკმაოდ კარგად გამოვიყენეთ. ნაკრების კანდიდატები მარტში ჩატარებულ საქართველოს ჩემპიონატზე გამოიკვეთნენ. შიდა კონკურენციას შეკრებებზე და საერთაშორისო ტურნირებზე დავაკვირდით და საუკეთესო არჩევანი გავაკეთეთ. დანარჩენი კი, ევროპის ჩემპიონატზე გამოჩნდება” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” გიორგი ვაზაგაშვილმა.
საქართველოს ნაკრები
50 კგ – ზვიად ხუბულური
55 კგ – ვანო მამისაშვილი და ბაჩანა ბოლქვაძე
60 კგ – თამაზ კირაკოზაშვილი და ჯუმბერ ჩიხიაშვილი
66 კგ – გიორგი მუზაშვილი და აპოლონ ზურაბიანი
73 კგ – ბექა დონღვანი და ლევან გუგავა
81 კგ – ბექა ღვინიაშვილი და ადამ ვარაზიშვილი
90 კგ – შალვა ჩოჩელი და გურამ თუშიშვილი
+90 კგ – გიორგი ლაზუაშვილი და გიორგი გელაშვილი
ოთარ მაღლაკელიძე







