ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ახალი ტური საყაიმო ანგარიშით გაიხსნა. „იბეროსტარზე“, „მალიორკამ“ და „რაიო ვალიეკანომ“ თითო ქულა მიამატეს თავიანთ მონაგარს.
მატჩის მთავარი მოვლენები საწყის წუთებშივე განვითარდა – გუნდებმა გოლები გაცვალეს, დარჩენილი დრო კი, უხეშობასა და შეტევების მცდელობებს მოანდომეს. ცალკე აღნიშვნის ღირსია გოლი, რომელიც „რაიომ“ გაიტანა: ხოსე მანუელ კასადოს ჩაწოდების შემდეგ, პიტიმ ვარდნაში ეფექტური დარტყმით აიღო მასპინძელთა კარი და თავისი გუნდი წინ გაიყვანა.
სტუმართა სიხარული დიდ ხანს არ გაგრძელებულა, რადგან მალიორკელებმა მალევე აღადგინეს წონასწორობა – კუთხურის შედეგად შექმნილ არეულობაში ალეხანდრო ალფარო ყველაზე უკეთ გაერკვა და ტაბლოზე 1:1 დააფიქსირა.
პალმა დე მალიორკა. „იბეროსტარი“.
მალიორკა – რაიო 1:1 (1:1)
მალიორკა: კალატაიუდი, ჰატონი, ჟერომელი, კევინი, ბიხასი, მარტი, მარკესი (არისმენდი 77), პინა, ალფარო, დოს სანტოსი, ჰემედი (პერეირა 69).
მწვრთნელი: გრეგორიო მანსანო
რაიო: რუბენი, კასადო, ფიგერასი, ტიტო, ამატი (არბილია 72), ფუეგო, ტრასორასი, პიტი, დელიბაშიჩი (ტამუდო 80), ბანგურა, ბაპტისტანი (კარლოსი 66).
მწვრთნელი: პაკო ხემესი
გოლები: 0:1 პიტი (7), 1:1 ალფარო (1:1)
გაფრთხილებები: ბიხასი (19), კევინი (33), ჰემედი (47), პინა (88) – რუბენი (13), ამატი (14), ტიტო (27), ბანგურა (67), კასადო (74)
კარში დარტყმა: 9 (5) – 14 (5) ჯარიმა: 29 - 12 კუთხური: 5 - 3 თამაშგარე: 2 - 3 ბურთის ფლობა: 43% - 57% სეივი: 5 – 9