იტალიის ნაკრებისა და "მილანის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, პაოლო მალდინიმ Bein Sport-საუბრისას აღნიშნა, რომ პსჟ-სთან მოლაპარაკებები აქვს, მაგრამ ამ დროისთვის კლუბს იგი არ სჭირდება. გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგული კლუბი მალდინის პსჟ-ს სპორტული დირექტორის თანამდებობაზე ლეონარდოს შემცვლელად მოიაზრებდა.
"პსჟ-ს დირექტორმა არაერთხელ მიმიწვია სტადიონზე, ჩემპიონთა ლიგის და საფრანგეთის ჩემპიონატის თამაშებსაც ვუყურეთ. ვისაუბრეთ მაგრამ ამ დროისთვის კლუბი ჩემ კანდიდატურას სპორტული დირექტორის პოსტზე არ განიხილავს. პსჟ კარგად დაკომპლექტებული კლუბია." _ განაცხადა მალდინიმ.
გიორგი ბალახაძე