ფეხბურთი

3:41 | 4.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

„მალაგასთვის“ და „გრანადასთვის“ იღბლიანი ბოლო წუთი

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე–12 ტურში, მიროსლავ ჯუკიჩის გაწვრთნილი „ვალენსია“ „ხეტაფეს“ ესტუმრა და შინ 3 ქულით დაბრუნდა. მატჩის ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გავიდა – დორლან პაბონმა შორი დისტანციიდან ყუმბარისებული დარტყმა შეასრულა და მასპინძელთა მეკარე უშანსოდ დატოვა. უნდა ითქვას, რომ გოლი ტურში უდავოდ საუკეთესო იყო.

მინიმალური ანგარიშით იმარჯვა „გრანადამაც“, რომელმაც უკანასკნელ წამებზე გატანილი გოლის წყალობით „ლევანტე“ მისსავე კედლებში დაამარცხა. წარმატებული მატჩი ჩაატარა დიეგო სიმეონეს „ატლეტიკომ“ – მადრიდელებმა „ბილბაოს“ უმასპინძლეს და დამსახურებული 3 ქულაც მოიპოვეს.

„ატლეტიკომ“ ანგარიში 33–ე წუთზე გახსნა – „ვალენსიასა“ და კატალონიის „ბარსელონას“ ყოფილმა ფორვარდმა დავიდ ვილიამ ეფექტური გოლი მიითვალა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი უპირატესობა მოუტანა. ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, დიეგო კოსტა კარგად გაერკვა მეტოქის საჯარიმოში და ანგარიშში სხვაობა 2 ბურთამდე გაზარდა, ამის შემდეგ კი, ანგარიში აღარ შეცვლილა – 2:0.

შედეგიანი მატჩი ჩატარდა „ლა როსალედაზე“, სადაც „მალაგა“ „ბეტისს“ დაუხვდა. ანდალუსიურ დაპირისპირებაში „მალაგა“ 2–ჯერ იგებდა, მაგრამ ხოან ვერდუსა და ხორდი ფიგერასის გოლების წყალობით, „ბეტისმა“ ორივეჯერ აღადგინა წონასწორობა.

საბოლოოდ, „მალაგამ“ მეტოქე მაინც გატეხა – მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე–4 წუთზე, სერხიო გარსიამ ხარიხიდან ასხლეტილ ბურთს დაამატა და მასპინძლებს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

 

მადრიდი. „ვისენტე კალდერონი“. 52000

ატლეტიკო – ბილბაო 2:0 (2:0)

ატლეტიკო: კურტუა, გოდინი, ლუისი, ხუანფრანი, მირანდა, ტიაგო, კოკე, გაბი, ადრიანი (გარსია 72), ვილია (როდრიგესი 83), კოსტა.

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ბილბაო: ირაისოსი, ლაპორტი (ალბისუა 69), ირაოლა, ბალენსიაგა (მორანი 37), სან–ხოსე, გურპეგი, ბენიატი (სუსაეტა 54), რიკო, დე მარკოსი, მუნიაინი, ადურისი.

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლი: 1:0 ვილია (33), 2:0 კოსტა (41)

გაფრთხილება: მირანდა (6), გოდინი (23), ხუანფრანი (60), გარსია (76), კოსტა (76) – ირაოლა (27), მუნიაინი (44), მორანი (64)

გაძევება: მორანი (80)

კარში დარტყმა: 15 (8) – 2 (0) ჯარიმა: 15 - 21 კუთხური: 3 - 0 თამაშგარე: 5 - 0 ბურთის ფლობა: 55% - 45% სეივი: 0 – 6

 

ხეტაფე. „კოლიზეუმ ალფონსო პერესი“. 7500

ხეტაფე – ვალენსია 0:1 (0:1)

ხეტაფე: მოია, რუანო, ესკუდერო, ლოპესი, აროიო (გავილანი 78), ბორხა (ლასენი 50), ლაფიტა (კასტრო 56), პედრო ლეონი, მოსკერა, სარაბია, მარიკა.

მწვრთნელი: ლუის გარსია პლასა

ვალენსია: ალვესი (გუაიტა 13), კოშტა, მატიე, ბარაგანი, ფუეგო, ბანეგა, პარეხო, ბერნატი, პაბონი (კარტაბია 65), პიატი (კანალესი 79), ალკასერი.

მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი

გოლი: 0:1 პაბონი (41)

გაფრთხილება: სარაბია (35), პედრო ლეონი (78), მარიკა (81), ესკუდერო (86), მოსკერა (86), რუანო (90) – ალკასერი (90), გუაიტა (90)

კარში დარტყმა: 14 (5) – 16 (5) ჯარიმა: 17 - 7 კუთხური: 6 - 6 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 48% - 52% სეივი: 4 – 5

 

ვალენსია. „სიუდად დე ვალენსია“.

ლევანტე – გრანადა 0:1 (0:0)

ლევანტე: ნავასი, ლელი (ივანშიცი 46), ნავარო, ხუანფრანი, ლოპესი, ვინტრა, ელ–ადუა, დიოპი (პინტუ 69), ელ–ზჰარი, გარსია (ნონგი 76), დიავარა.

მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი

გრანადა: რობერტო, დიაკატე, ანგულო, ნიომი (ფულკე 64), მურილიო, იტურა, ბუონანოტე (პიტი 78), რიკო, პერეირა (ბრაიმი 60), რესიო, ელ არაბი.

მწვრთნელი: ლუკას ალკარასი

გოლი: 0:1 პიტი (90)

გაფრთხილება: ლოპესი (52), გარსია (52) – მურილიო (65), ანგულო (70), დიაკატე (86)

კარში დარტყმა: 13 (7) – 15 (5) ჯარიმა: 15 - 15 კუთხური: 5 - 7 თამაშგარე: 0 - 1 ბურთის ფლობა: 35% - 65% სეივი: 4 – 7

 

მალაგა. „ლა როსალედა“.

მალაგა – ბეტისი 3:2 (1:1)

მალაგა: კაბალიერო, ველიგტონი, ანტუნეში, სანჩესი, ხამესი, ელიზეუ, ტისონე (სამუ 85), დარდერი, პორტილიო, სანტა კრუსი (ხუანმი 76), ოლინგა (ანდერსონი 64).

მწვრთნელი: ბერნდ შუსტერი

ბეტისი: ანდერსენი, პერკისი (კარო 54), ნაჩო, ფიგერასი, ვერდუ, ტორესი, ნონო, ხუანფრანი, კარლოსი (შტაინჰიოფერი 66), ვადილიო (მაბვატი 81), მოლინა.

მწვრთნელი: პეპე მელი

გოლი: 1:0 სანტა კრუსი (13), 1:1 ვერდუ (33), 2:1 ელიზეუ (61), 2:2 ფიგერასი (63), 3:2 გარსია (90)

გაფრთხილება: ანტუნეში (49), ტისონე (75) – კარლოსი (35), ნონო (48)

კარში დარტყმა: 10 (4) – 8 (3) ჯარიმა: 20 - 12 კუთხური: 2 - 3 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 58% - 42% სეივი: 1 – 1

0.118915