ფეხბურთი

0:33 | 24.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მალაგასთან” მესის და პუიოლის გარეშე?

“ბარსელონას” ფეხბურთელებმა ლიონელ მესიმ და კარლეს პუიოლმა გუნდის გუშინდელი ვარჯიში გამოტოვეს. 35 წლის პუიოლმა, რომელმაც მუხლის ტრავმა თითქმის ბოლომდე მოიშუშა, სპეციალური ინდივიდუალური ვარჯიში ჩაატარა. რაც შეეხება მადრიდის “ატლეტიკოსთან” სუპერთასის პირველ შეხვედრაში დაშავებულ მესის (ბარძაყის ტრავმა მიიღო), მან ფიზიოთერაპია გაიარა. შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ფეხბურთელი შესაძლოა დააკლდეს ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-2 ტურის მატჩს, რომელშიც 25 აგვისტოს “ბარსელონა” “მალაგას” დაუპირისპირდება.

0.112019