ფეხბურთი

22:19 | 11.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მალაგას” კაპიტანი 2 თვით გამოაკლდა

ესპანურ “მალაგას” 2013-14 წლების სეზონის დაწყება კაპიტნის, ველიგტონ ოლივეირას გარეშე მოუწევს. ამის მიზეზი ბრაზილიელი ცენტრალური მცველის მიერ “ასტონ ვილასთან” მატჩში მიღებული ტრავმაა.

ბირმინგემულ გუნდთან გამართული ამხანაგური შეხვედრის მე-11 წუთზე, მეტოქე გუნდის ფეხბურთელთან, კრისტიან ბენტეკესთან შეჯახების შემდეგ, ველიგტონი მიწაზე ცუდად დაეცა, რის შედეგადაც, 33 წლის უკანახაზელმა ლავიწის ძვალი გაიტეხა.

გავრცელებული ინფორმაციით, ველიგტონი ფეხბურთის თამაშს დაახლოებით 2 თვის განმავლობაში ვერ მოახერხებს.

0.123545