“ბარსელონას” 22 წლის თავდამსხმელის, ბოიან კრკიჩის მომავალი კვლავ გაურკვეველია. ესპანური პრესის ცნობით, კატალონიელი შემტევის არენდით აყვანით “მალაგა” და მადრიდის “ატლეტიკო” არიან დაინტერესებულნი.
ბოლო 2 წლის განმავლობაში, ბოიანი არენდით ჯერ “რომაში”, შემდეგ კი “მილანში” თამაშობდა. ცნობილია, რომ მილანელებმა ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ გამოიყენეს და კრკიჩი “ბარსელონაში” დაბრუნდა, სადაც ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს. გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელებს ფეხბურთელის გაყიდვა სურთ გამოსყიდვის უფლებით.
El Mundo Deportivo-ს ცნობით, ბოიანის მიმართ ინტერესი “მალაგამ” და “ატლეტიკომ” გამოთქვეს. თუმცა, ესპანური კლუბები ფეხბურთელის შესაძენად, ჯერჯერობით, მზად არ არიან. მათ ბოიანის არენდით აყვანა და მისი გამოსყიდვის უფლების დატოვება სურთ.