ფეხბურთი

19:42 | 30.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მალაგა” ოჩოას უთანხმდება

დიდი ალბათობით, “აიაჩოს” მექსიკელი მეკარე გილერმო ოჩოა კარიერას “მალაგაში” განაგრძობს. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება.

როგორც ირკვევა, ანდალუსიელები გასული მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს უკვე შეუთანხმდნენ. “მალაგა” ოჩოას “მანჩესტერ სიტიში” გასხვისებული ვილი კაბალიეროს შემცვლელად განიხილავს.

ესპანური გამოცემების ცნობით, მხარეები მოლაპარაკებების დასკვნით სტადიაში არიან. ოჩოა “მალაგასთან” კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გააფორმებს.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.085141