გიორგი მაკარიძემ შესაძლოა კარიერა “გრენობლში” გააგრძელოს. ამის შესახებ ფრანგული ინტერნეტპორტალები იუწყებიან.
გასული წლის ზაფხულის შემდეგ, მაკარიძე უგუნდოდაა. დეკემბერში “ოსერში” ვარჯიშობდა, მაგრამ საბოლოოდ მისი ტრანსფერი არ შედგა. მაკარიძე თავისუფალი აგენტია და ახალი კლუბის მოძებნა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგაც შეუძლია.
“გრენობლი” საფრანგეთის CFA-ს (მეოთხე ლიგა) C ჯგუფში თამაშობს, სადაც მე-2 ადგილი უკავია.