“კარდიფის” მთავარი მწვრთნელი მალკი მაკაი მიიჩნევს, რომ მის გუნდს ყველა რგოლის გაძლიერება ჭირდება, რათა წარმატებით გასწიოს კონკურენცია ინგლისის პრემიერლიგაში.
საკუთარ სურვილებთან დაკავშირებით 41 წლის შოტლანდიელმა სპეციალისტმა Sky Sports-თან ისაუბრა.
“ძალიან კარგი იქნება, თუ სამ ხარისხიან ფეხბურთელს შევიძენთ, რათა შემადგენლობა გავაძლიეროთ. მჭირდება როგორც მცველი და ნახევარმცველი, ასევე შემტევი ფეხბურთელი. ამის შესახებ პრეზიდენტს დაველაპარაკები, ის თავის მხრივ დირექტორთა საბჭოს და კლუბის მფლობელებს გააცნობს ჩემს პოზიციას და მხოლოდ ამის შემდეგ გავიგებ, თუ რისი იმედი უნდა მქონდეს” - განაცხადა მწვრთნელმა.
16 თამაშის შემდეგ “კარდიფს” 17 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა და 4 ქულა აშორებს გასავარდნ ზონას.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
უჟიმავიაო თან იმ დღეს ჯეკის
პროსტო რა დონეა ინგლისი, ჩვენთან აბა ყანწებს და პოლიტრებს ურახუნებენ და არავის არაფერი აღელვებს, სიგარეტი და პლანი ხო ვაბშე
ვნახოთ აბა როგორც გამოსწორდება
რა Y სასტავშია